dali javakhishvili
Monday, July 16, 2018
დღე მეცხრე
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა.დღეს პრეზენტაციების დღე გვქონდა.ყველა მონაწილემ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი. მე განსაკუთრებით მომეწონა დაწყებითი კლასის მასწავლებლების მანანას და ხათუნას პროექტები.ძალიან საინტერესო ტრენინგი გამოვიდა. ვისწავლე პროექტის გაკეთება როგორ უნდა შევძლო.ბევტი რამე ვისწავლე.მადლობა ბატონო დავით.შესანიშნავი მასწავლებელი ბრძანდებით.
Friday, July 13, 2018
დღე მერვე
დღეს სისრულეში მოვიყვანეთ ბლოგის დიზაინზე მუშაობა. ღილაკების მიმაგრება. სურათების და ვიდეოების მიმაგრება.დრაივიდან ბლოგზე საქაღალდეების გადატანა. რთულია ჩემთვის ,თუ ხშირედ არ გამოვიყენე ბლოგზე მუშაობა ცუდად იქნება ჩემი საქმე.საერთოდ ძალიან საინტერესო ტრენინგია და აუცილებელი.
Wednesday, July 11, 2018
მეშვიდე დღე
დღევანდელი დღე ძალიან მძიმე აღმოჩნდა. გავიარეთ უამრავი საიტი.ვისწავლეთ როგორ ავაწყოთ სლაიდები.კომიქსების შექმნა. და უამრავი რამ .ზოგი საიტი არ გვარეგისტრირებდა და ცოტა რთული აღმოჩნდა.სახლში თუ არ ჩავუჯექი ადვილად დამავიწყდება. რადგან ამ მასალას ალბათ ხშირად ვერ გამოვიყენებ.ზალიან ცხელა და ვეღარ ვუძლებ.ყველაზე კარგი მაინც ვირტუალური ექსკურსიები აღმოჩნდა ჩემთვის, შემიძლია მოსწავლეებს ვირტუალურად დავათვალიერებინო მსოფლიოს მუზეუმები.
Monday, July 9, 2018
დღე მეექვსე
დღევანდელი დღე ცოტა რთული აღმოჩნდა ჩემთვის.ძალიან ბევრი მასალა გავიარეთ.ზოგი რამე ამერია თავში , მაგრმ ინფორმაციას სახლში დავალაგებ ვიმეცადინებ და აღმიდგება ნასწავლი.ვიმუშავეთ დრაივზე და ბლოგზე.ვისწავლეთ ბლოგზე ახალი უჯრების გამოტანა, დრაივიდან მასალის გადმოწერა. პოვერპოინტზე მუშაობა დაკიდევ უამრავი რამ რაც ზოგი ვერ დავიმახსოვრე. მასწავლებლის და კოლეგების დახმარებით შეძლებისდაგვარად დავიმახსოვრე მაგრამ სახლში აუცილებლად მჭირდება დაჯდომა და მეცადინეობა
Friday, July 6, 2018
დღე მეხუთე
ძალიან აქტიურ ფაზაში შევედით.უამრავი ინფორმაცია შეგვასწავლა ჩვენმა აქტიურმა და დაუღალავმა მასწავლებელმა დათომ.არც იღლება და არც ნერვები ღალატობს.ყველა უამრავ შეკითხვას უსვამს და დაუზარელად იძლევა განმარტებებს.კარგად გავიგე ბლოგზე მუშაობა, ვიდეოების გადმოწერა გუგლიდან."გუგული დეიდა"არც ისე უცხოა მასწავლებლებისთვის.ყოველ შემთხვევაში ჩვენი დათო მასი გვიზლებს და ცოდნას გვიდებს დაღლილ თავებში.
Thursday, July 5, 2018
მეოთხე დღე
დღევანდელი დღე გასულ დღეებთან შედარებით მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვისწავლეთ კითხვარის გაკეთება და შევსება.საინტერესოა დამჭირდება აუცილებლად მომავლისთვის. ვაპირებ კვლევის გაკეთებას და ამ ფორმას გამოვიყენებ.საერთოდ ძალიან საინტრესო ტრენინგია. ვისწავლე საინტერესო მასალა,აუცილებლად გამოვიყენებ და თან საჭიროა.მადლობა დათო მასწავლებელს.
Sunday, July 1, 2018
დღე მეორე
დღევანდელი დღე შედარებით ნაყოფიერი აღმოჩნდა.ვისწავლეთ შეძლებისდაგვარად სიგელის,სერთიფიკატის, დიპლომის და მსგავსი პროდუქციის დამზადება.ფაბლიშენის პროგრამაში.ძალიან საინტერესოა. შემიძლია დავამზადო გადასაკეცი ბუკლეტიც.დავასურათოთ.აუცილებლად დავხვეწ სახლში და გამოვიყენებ სამუშაო პროცესში.სამწუხაროა რომ საგაკვეთილო პროცესში არ გვაქვს ელექტრონული რესურსები.ჩვენი მასწავლებელი ბატონი დავითი ძალიან ენერგიული და საინტერესო პიროვნებაა, არ იშურებს თავს და ძალას რომ როგორმე თავში ჩაგვიდოს ცოდნა.ძალიან ცხელა .ბევრ ინფორმაციას ვერ ვიმახსოვრებ.ალბათ ასაკის ბრალია .
Subscribe to:
Posts (Atom)
დღე მეცხრე
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა.დღეს პრეზენტაციების დღე გვქონდა.ყველა მონაწილემ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი. მე განსაკუთრებით მომეწონა...
-
დღევანდელი დღე შედარებით ნაყოფიერი აღმოჩნდა.ვისწავლეთ შეძლებისდაგვარად სიგელის,სერთიფიკატის, დიპლომის და მსგავსი პროდუქციის დამზადება.ფაბლიშ...
-
დღევანდელი დღე გასულ დღეებთან შედარებით მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვისწავლეთ კითხვარის გაკეთება და შევსება.საინტერესოა დამჭირდება აუცილებლად ...
-
დღევანდელი დღე ცოტა რთული აღმოჩნდა ჩემთვის.ძალიან ბევრი მასალა გავიარეთ.ზოგი რამე ამერია თავში , მაგრმ ინფორმაციას სახლში დავალაგებ ვიმეცადი...